en

ელიზი ჯგუფი

„ელიზი ჯგუფი"  თამბაქოს კომპანია JTI-ის (Japan Tobacco International) დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში.

რომელმაც საქართველოში თამბაქოს პროდუქციის მოძრაობის კონტროლის სისტემა Track & Trace დანერგეს, რაც ორივე კომპანიას საშუალებას მისცემს უკეთ აკონტროლონ პროდუქციის გადაადგილება მწარმოებელი ფაბრიკიდან საბითუმო და საცალო ქსელებამდე.

„JTI და ელიზი ჯგუფი პირველები არიან საქართველოში მოქმედ თამბაქოს რეალიზატორ კომპანიებს შორის, ვინც თამბაქოს პროდუქციის მოძრაობის კონტროლის სისტემა Track & Trace დანერგა. Track & Trace - ს სისტემაში ჩასართავად "აპექსმა" შეიმუშავა თავის ERP სისტემასთან ინტეგრირებული მუდული, რომელიც პროდუქტიის რეალიზაციისას ახდენს მის სკანირებას და ინფორმაციას აწვდის  ცენტრალურ სერვერს.

სისტემის მეშვეობით JTI შეძლებს აკონტროლოს ე.წ. „მასტერ ქეისის" (ყუთი 500 კოლოფით) და თითოეული ბლოკის (10 კოლოფი) გადაადგილება, როგორც პირველად, ასევე საბოლოო მყიდველამდე. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია პროდუქციას მიაკვლიოს კონკრეტულ მომხმარებლამდე.

Track & Trace სისტემა შეესაბამება მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის პროტოკოლით თამბაქოს პროდუქციის უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთის შესახებ.

 JTI არის Japan Tobacco Group-ის წევრი. ის ყიდის მსოფლიოში ცნობილ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Camel, Winston and Mevius (Mild Seven). მის სხვა გლობალურ ბრენდებს შორისაა Benson & Hedges, Silk Cut, Sobranie, Glamour and LD. JTI-ს ოპერაციები აქვს 120-ზე მეტ ქვეყანაში, მისი შტაბბინა მდებარეობს ჟენევაში და დასაქმებული ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით 27,000 ადამიანზე მეტი.