მთავარი

          კომპანია „აპექსი“ - წარმოადგენს სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც 2004 წლიდან საწამოო-დაწესებულებების ავტომატიზაცის მიზნით ახორციელებს ბიზნეს პროცესების მართვის ავტომატიზირებული სისტემების შექმნასა და დანერგვას. ამ კუთხით ჩვენს მიერ შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა - მართვის ავტომატიზირებულ სისტემათა კომპლექსი - "აპექსი", რომელიც წარმოადგენს წარმოების, საცალო-საბითუმო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში აღრიცხვის, ანალიზისა და მართვის მძლავრ ინსტრუმენტს.
          ჩვენი კომპანიის ბიზნეს გადაწყვეტილებებით სარგებლობენ საქართველოში მოქმედი ისეთი მსხვლი კომპანიები, როგორებიც არიან: სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, ჰიპერმარჯეტი „გუდვილი“, ფარმაცევტული ქარხანა „ჯი-ემ-პი“, შპს „ჯი-პი-სი“ აფთიაქი“, შპს „სახალხო აფთიაქი“, კომპანია „დემასი“ და მრავალი სხვა.
          კომპანიის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი სისტემების დანერგვის შემდეგ მომხმარებლებს მიეცეთ კონკრეტული ამოცანების და სირთულეების გადაჭრის შესაძლებლობა. ჩვენს მიერ შექმნილი ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული გადაწყვეტილებები მენეჯმენტს საშუალებას აძლევს:

  • ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსები.
  • ოპერატიულად მიიღოს ბიზნეს ანალიზისა და მარკეტინგული კვლევისათვის საჭირო ინფორმაცია.
  • ოპტიმიზაცია გაუკეთოს სასაქონლო-მატერიალურ მარაგებსა და ფულად რესურსებს.

             ჩვენი კომპანია დაკავებულია ახალი პროექტებით, რომლებიც იქმნება ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის გაუმჯობესებისთვის. ყველა ჩვენი პროდუქტი შესაძლებელია მოკლე დროში მოვარგოთ ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნას და ამ თვისებით მკვეთრად განვსხვავდებით სხვა ფირმებისაგან.

საიტს მუდმივად დაემატება ახალი ინფორმაცია, დემო რგოლები და სხვ.