en

შპს "მარშე"

ახალი ბრენდი “მარშე” 2012 წლიდან შეიქმნა. „მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი ოთხი კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. მათ აქვთ როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობა. მარშეს მიერ შექმნილი სადისტრიბუციო არხები უზრუნველყოფს როგორც თბილისის,  ასევე რეგიონების მომარაგებას საკუთარი პროდუქციით.

კომპანიის მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარი ჩამოტანილია ევროპის წამყვანი კომპანიებისგან. მათ მაღალტექნოლოგიურ ფუნქციებს და თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისობას ხარისხის სერტიფიკატები ადასტურებს.

ზემოთ აღნიშნული პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო გახდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიურ წარმოებას უშუალოდ კომპანია „მარშესთვის“.