en

აპექსი კომპანია "ბრიკორამაში"

BRICORAMA - 41 წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდი - თბილისში წარმოდგენილია ოთხ  სართულიანი ჰიპერმარკეტით (7000 კვ.მ ფართობზე) და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა საფასო კატეგორიის სარემონტო მასალებს, ხელსაწყოებს, გათბობის სისტემებს, ყველაფერს ბაღისა და ეზოს მოვლისა და მოწყობისთვის,  ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მრავალფეროვან პროდუქციას, ყველაფერს რაც შეესაბამება Do It Yourself (DIY) პრინციპს - ააშენე, გაარემონტე, მოაწყვე შენით.  

შპს ბრიკო კავკასუს - “ევროპული სივრცე თბილისის შუაგულში” - წარმოადგენს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ ჰიპერმარკეტს საქართველოში, რომლის მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შპს ბრიკო კავკასუსი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო უნიკალურ ასორტიმენტს - 30000-ზე მეტი დასახელების სარემონტო და დეკორაციულ პროდუქციას. ჰიპერმარკეტში დასაქმებულია 90-ზე მეტი ადამიანი.

კომპანია „აპექსმა“ საწარმოთა ავტომატიზაციის სისტემის - Apex ERP - დანერგვა ბრიკორამაში დაიწყო 2015 წლიდან. საწყისი ეტაპი მოიცავდა სერვერული კომპიუტერის ტექნიკურ გამართვას, მონაცემთა ბაზების მოწყობას, ბრიკორამას კადრებისთვის ტრენინგების ჩატარებას, სასაქონლო და სხვადასხვა ცნობარების შევსებას. შემდეგ ეტაპზე მოხდა პროგრამის მოდულების დანერგვა: ცნობარები, მაღაზია-საწყობი, ლოგისტიკა, ბუღალტერია, სალაროების ადმინისტრირება, ფიქსირებული აქტივები, კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, ლოიალური ბარათების აღრიცხვის მოდული. 2016 წელს მოხდა ჰიპერმარკეტის სრული ავტომატიზაცია Apex POS საცალო ვაჭრობის პროგრამული უზრუნველყოფით, Apex ERP-სა და Apex Warehouse Manager - საწყობის მართვის ანდროიდ-აპლიკაციის სისტემებით.