en

შპს "ანვოლი"

XS TOYS არის ერთ-ერთი წამყვანი მაღაზიათა ქსელი სათამაშოებისა და საბავშვო პროდუქციის სფეროში, რომელიც 20 წელზე მეტია საქმიანობს საცალო და საბითუმო ვაჭობის სფეროში.

შპს ანვოლის პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია მთელი რიგი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია. კომპანიის მისიაა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის მაქსიმალური ზრდის შესაძლებლობების მიცემა.

XS Toys სავაჭრო მარკის ქვეშ შპს „ანვოლმა“ საქართველოში საქმიანობა დაიწყო 2013 წელს. იგი უკვე ფლობს სამ ფილიალს თბილისისა და ბათუმის მასშტაბით.

შპს „ანვოლმა“ პროგრამა Apex ERP-ით მუშაობა დაიწყო 2014 წლის აპრილში, რასაც წინ უსწრებდა წინასწარი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა: ტრენინგები და თანამშრომელთა გადამზადება ჩვენს ოფისში, ბაზების მოწყობა სერვერსა და სალაროს კომპიუტერებზე, მენეჯერების კომპიუტერების მომზადება Apex ERP-ის გასაშვებად.

მფლობელებთან შეხვედრებით და მოლაპარაკებებით წინასწარ განისაზღვრა, აგრეთვე მათი ძველი პროგრამიდან Apex-ში გადმოსატანი ნაშთების და საქონლის რეალიზაციის სტატისტიკური მონაცემების პროგრამული გადაწყვეტა, მომხმარებელთა მართვის ლოიალური სისტემის (ფასდაკლების ბარათები) Apex-ში ინტეგრაციის საკითხები და სხვა.

ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდგომ 28 აპრილს შპს „ანვოლ“-მა დაიწყო პროგრამა Apex-ით მუშაობა, ერთდროულად გაეშვა სამი მაღაზია და ცენტრალური ფილიალი. Apex-ის თანამშრომლები ორგანიზაციის გაშვების დღეს იმყოფებოდნენ ობიექტებზე, მეთვალყურეობდნენ პერსონალს და ეხმარებოდნენ პროგრამაში მუშაობის პრინციპების ათვისებაში.

შპს „ანვოლ“-მა წარმატებით დაიწყო პროგრამაში მუშაობა, ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვან შეფერხებებს და მომხმარებელთა უკმაყოფილებას.