დემო ვერსია
Apex ERP პროგრამის შესაძლებლობებისა და ფუნქციების უკეთ გასაგებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიით.
პროგრამის გადმოსაწერად დააჭირეთ ბმულს: გადმოწერა
ჩამოიტვირთება პროგრამის საინსტალაციო, რომლის გაშვების შემდეგ აირჩევთ ინსტალაციის ენას და დააყენებთ პროგრამას.
რადგან პროგრამის მონაცემთა ბაზა განთავსებულია Cloud სერვერზე, ამიტომ ავტორიზაციის გასავლელად და პროგრამაში სამუშაოდ აუცილებელია ინტერნეტი.
ინსტალაციის დასრულების შემდეგ გაუშვით პროგრამა. ეკრანზე გამოვა ავტორიზაციის ფანჯარა:
გაიარეთ ავტორიზაცია:
User name: demo
Password: demo
ამის შემდეგ Login ღილაკზე დაჭერით შედიხართ პროგრამაში.
იმ შემთხვევაში თუ პირველად შედიხართ სადემონსტრაციო ბაზაში, Login ღილაკზე დაწერისას გამოვა შეტყობინება:
OK ღილაკზე დაჭერისას გამოვა ფანჯარა, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მოდულები:
მოდულის ასარჩევად მონიშნეთ ცხრილის პირველ სვეტში არსებული კვადრატები და დააჭირეთ Save ღილაკს.
პროგრამის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: ERP Help
შეგიძლიათ ასევე ისარგებლოთ აპექსის WEB აპლიკაციის სადემონსტრაციო ვერსიით.
ამისთვის ნებისმიერი ბრაუზერით გახსენით https://erp.apex.ge და გაიარეთ ავტორიზაცია:
მომხმარებელი: demo
პაროლი: demo
შესვლის ღილაკზე დაჭერით შეძლებთ პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიაში მუშაობას.
WEB ინტერფეისში მუშაობის გასამარტივებლად იხილეთ ვიდეო ინსტრუქციები.