en

სალინი იმპრეჯილო სპა ფილიალი – საქართველო

„სალინი იმპრეჯილო“ წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში. „სალინი იმპრეჯილო“ (Salini Impregilo) მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ სეგმენტში.   ჯგუფის საქმიანობას გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშენებლო საქმის მიმართ, რასაც მოწმობს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტები. კაშხლები და ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ჰიდრავლიკური ობიექტები, რკინიგზა და მეტრო, აეროპორტები და გზატკეცილები, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობები - ეს ის სექტორებია სადაც ჯგუფი უკვე 100 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს.