en

შპს ეიჩ სტორს

შპს ეიჩ სტორს წარმოადგენს Holland & Barrett-ის პროდუქციის რეალიზატორ კომპანიას საქართველოში. Holland & Barrett 145 წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი ბრენდია დიდ ბრიტანეთში მცენარეული სამკურნალო საშუალებების, მინერალების და ვიტამინების რეალიზაციის კუთხით.

საქართველოში ეიჩ სტორს-ის პირველი ფილიალი 2016 წლის 10 სექტემბერს გაიხსნა და დღეს წარმოდგენილია ორი საცალო ვაჭრობის მაღაზიის სახით (მისი პირველი მაღაზია ქავთარაძის გუდვილშია წარმოდგენილი). შპს ეიჩ სტორსის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და მისი ანალოგი საქართველოს ბაზარზე არ მოიძებნება.

კომპანია „აპექსმა“ საწარმოთა ავტომატიზაციის სისტემის - Apex ERP - დანერგვა შპს ეიჩ სტორსში დაიწყო 2016 წლის აგვისტოდან. საწყისი ეტაპი მოიცავდა სერვერული კომპიუტერის ტექნიკურ გამართვას, მონაცემთა ბაზების მოწყობას, „ეიჩ სტორის“ კადრებისთვის ტრენინგების ჩატარებას, სასაქონლო და სხვადასხვა ცნობარების შევსებას. შემდეგ ეტაპზე მოხდა პროგრამის მოდულების დანერგვა: ცნობარები, მაღაზია-საწყობი, ბუღალტერია, სალაროების ადმინისტრირება, ფიქსირებული აქტივები, კლიენტებთან ურთიერთობის მართვა.