en

სს "ნიკორა"

ნიკორას” პირველი საფირმო მაღაზია თბილისში 2000 წელს გაიხსნა. მომდევნო წლებში ქსელი გაფართოვდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. 

დღეს „ნიკორა“ ქართულ  ბაზარზე  ყველაზე  მრავალრიცხოვანი  სავაჭრო ქსელითაა  წარმოდგენილი. კომპანიის მფლობელობაშია 84 საფირმო მაღაზია, რომელთა შორის  59 სავაჭრო ობიექტი  თბილისში, 25 მაღაზია კი - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.

2008 წლიდან დაიწყო მაღაზიების გადასვლა სუპერმარკეტის მომსახურების პრინციპზე, რამაც მომხმარებელს ფართო ასორტიმენტის პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა მისცა.

“ნიკორას” საფირმო მაღაზიები, უპირველეს ყოვლისა, დახვეწილი დიზაინითა და კომფორტული მომსახურებით გამოირჩევა. 

მაქსიმალური კომფორტი, ფართო ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასები – “ნიკორას“ საფირმო ქსელის მთავარი უპირატესობაა.