en

ინოვასი

"YNNOVAS“ წარმოადგენს პირველ ფარმაცევტულ საწარმოს კავკასიის რეგიონში, რომელიც ქართულ და უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს სთავაზობს კონტრაქტული წარმოებით მედიკამენტების წარმოებას. საწარმოში განხორციელდა 4 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია - აშენდა საერთაშორისო სტანდარტების საწარმო და მოხდა მისი უახლესი ტექნოლოგიის საწარმოო ხაზის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. საწარმოო პროცესი მოიცავს მედიკამენტის წარმოების ყველა ეტაპს, დაწყებული აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის (API) წარმოებიდან - პროდუქციის საბოლოო დაფასოებამდე.

„YNNOVAS“ 2014 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და სარგებლობს ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით. ამასთანავე, გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ტრადიციული მედიცინის მიმართულებით დასაქმებულ პირებთან, კერძოდ, მათ მიერ დამზადებული პროდუქციის საწარმოო წესით გამოშვებას. პირველ ეტაპზე უშუალოდ საწარმოში დასაქმდა 50-მდე ადამიანი. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, ხოლო სეზონურად, საწარმო გეგმავს 1000-მდე ადამიანის დასაქმებას ნედლეულის მოსაგროვებლად.

„YNNOVAS“ გაიხსნა 2015 წლის ნოემბერში. კომპანია „აპექსმა“ საწარმოთა ავტომატიზაციის სისტემის - Apex ERP - დანერგვა დაიწყო 2016 წლის მარტის მეორე ნახევრიდან. საწყისი ეტაპი მოიცავდა სერვერული კომპიუტერის ტექნიკურ გამართვას, მონაცემთა ბაზების მოწყობას, სასაქონლო და სხვადასხვა ცნობარების (მომწოდებლები, რეცეპტები, ფიქსირებული აქტივები) შევსებას. გასვლითი სამუშაოები ჩატარდა ლილოში არსებულ ქარხანასა და ცენტრალურ ოფისში. „აპექსის“ მხრიდან დაინერგა Apex ERP-ს შემდეგი მოდულები: ბუღალტერია, წარმოება, ლოგისტიკა, ფიქსირებული აქტივები, საქონელი და ანალიზი, მოხდა საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია-გამართვა.