en

ეკონომმიქსი

სუპერმარკეტების ახალი ქსელი „ეკონომმიქსი” 2015 წლიდან ახორციელებს ბიზნეს-საქმიანობას და დღეისთვის თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ექვსი მაღაზიით. წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 20-მდე მაღაზიის გახსნას. „ეკონომმიქსი“ წარმოადგენს „ლიდერ ფუდის“ შვილობილ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ნატურალური ხორცის პროდუქტებსა და მრავალფეროვან პროდუქციაზე მისაღებ ფასებს სთავაზობს.

კომპანია „აპექსმა“ 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვითი სამუშაოები „ეკონომმიქსის“ მაღაზიათა ქსელში, რაც მოიცავდა კადრების სწავლებებს, მათთვის ტრენინგების ჩატარებას როგორც აპექსის აკადემიაში, ასევე ობიექტზე, უშუალო მონაწილეობას ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის საკითხებში. „აპექსის“ გუნდმა კომპანიაში დანერგა საცალო გაყიდვების, ბუღალტერიის, საქონლის მართვის, CRM - კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ანალიზისა და სხვ. მოდულები, ასევე კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა დამატებითი ანალიზური ფორმები, რაც კომპანიის საქმიანობის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.

მიმდინარე პერიოდისთვის „ეკონომმიქსში“ წარმატებით ფუნქციონირებს მაღაზიათა ქსელებისთვის შესაფერისი საუკეთესო პროგრამული პროდუქტი Apex POS - სალაროების მართვის სისტემა, ასევე საწარმოთა სრულყოფილი მართვის სისტემა Apex ERP.