en

შპს "დეა კოსმეტიკს"

მაღაზიათა ქსელი „დეა“ მომხმარებელთათვის ცნობილია 2011 წლის ნოემბრიდან. ამჟამად, იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  საცალო ვაჭრობის ქსელია ისეთი არასასურსათო პროდუქციისა, როგორიცაა პარფიუმერია, კოსმეტიკა და საყოფაცხოვრებო ქიმია.

ამჟამად დეა კოსმეტიკსის ქსელი აერთიანებს 39 მაღაზიას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში,  ბათუმსა და ქუთაისში. მაღაზია „დეა" მომხმარებლებს სთავაზობს პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის 9000-ზე მეტ დასახელების პროდუქციას. "დეა კოსმეტიკსის" პარტნიორები არიან: L’oreal, Garnier, Schwarzkopf & Henkel, Procter & Gamble, Kalina და კიდევ სხვა 50-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ბრენდი.