en

"ჯიბე" ქეშ&ქერი

"ჯიბე" ქეშ&ქერი არის საქართველოში პირველი საბითუმო სავაჭრო ცენტრი, რომელიც ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, სავაჭრო ცენტრში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ასევე საცალო მომხმარებლებს და სთავაზობს მათ პროდუქციის შემდეგ ასორტიმენტს: სურსათი, სასმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, კოსმეტიკური საშუალებები, ჰიგიენური საგნები, ბავშთა მოვლა.

Cash & Carry ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული ვაჭრობის ფორმაა, რომლის დროსაც პროდუქციის რეალიზაცია ხდება პირდაპირ საწყობიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით და ბუღალტრული დოკუმენტაციის ადგილზე გაცემის გზით.

კომპანიის ფილიალები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, გორში, თელავში, რუსთავში, სამტრედიაში, ახალციხესა და ბათუმში.

კომპანიის მისიაა საბითუმო ბაზრის სისტემური ლეგალიზება და ვაჭრობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება.