en

შპს "სახალხო აფთიაქი"

ფარმაცევტული კომპანია „სახალხო აფთიაქი“  დაარსდა 2004 წელს. „სახალხო აფთიაქს“  აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ცენტრალური გამანაწილებელი საწყობი, რომელიც ფუნქციონირებს  ფარმაცევტული ბაზრის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2005 წლიდან კომპანიამ დაიწყო  მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების იმპორტი. გადაიდგა პირველი სერიოზული ნაბიჯები ქსელის გაფართოების კუთხით - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ამოქმედდა „სახალხო აფთიაქის“ ფილიალები.

2007 წლიდან მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიის განხორციელებით კომპანიამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. გაიხსნა აფთიაქები თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კომპანიას აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება ინგლისურ ფარმაცევტულ კომპანია „ვიტაბიოტიკსთან“, რომლის მიერ წარმოებული მედიკამენტები დიდი პოპულარობით იყიდება „სახალხო აფთიაქის“ ქსელში და ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიათა ქსელებში.

2011 წელს „სახალხო აფთიაქის“ 50% საწესდებო კაპიტალის მფლობელი ხდება  „ჯიპიაი ჰოლდინი“,  რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ - წევრია და ლიდერია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. ასევე თანაშრომლობს  დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოსთან“, რომელიც არის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი. ამასთანავე, სახალხო აფთიაქის პარტნიორები არიან სხვა სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის "არქიმედეს გლობალ ჯორჯია", "ტაო", "აი-სი ჯგუფი", "უნისონი" და სხვა.  სახალხო აფთიაქი აქტიურად არის ჩართული სოციალური დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და ამ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნუსხის მიხედვით, უზრუნველყოფს  დაზღვეულებს მედიკამენტებით. ასევე ჰოსპიტალურ სექტორს ამარაგებს მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნებით. მათ შორის  „ჯიპიაი ჰოლდინგის“   შვილობილ  კომპანია „ჯეოჰოსპიტალსს“,  რომელიც საქართველოს თექვსმეტ რაიონში  ოპერირებას უწევს საავადმყოფოებს, ამბულატორიებს (მათ შორის სოფლის), სამშობიარო სახლებს, ალდაგი-ბისიაის შვილობილ კომპანია „ჩოკს“, არქიმედეს კლინიკას და სხვა ჰოსპიტალურ ქსელებს.

2012 წელს „სახალხო აფთიაქმა“ დაიწყო სტრუქტურული ცვლილებები. კომპანიის შიგნით დაიწყო ახალი მენეჯმენტის შექმნა, განხორციელდა ბრენდინგი, დაინერგა ახალი კომუნიკაციების სისტემა, აქტიურად ხდება ახალი პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება, ხორციელდება ინოვაციური პროგრამები პარტნიორ კლინიკებთან და სხვ.

2012 წელს „სახალხო აფთიაქმა“ გახსნა 11 ახალი აფთიაქი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის 7 აფთიაქი ძნელად მისადგომ ადგილებში: ცაგერი, დაბა სტეფანწიმინდა, წალკა, თეთრიწყარო, თიანეთი, ხარაგაული.