en

სს "ჯიპისი"

დაარსების დღიდან "ჯიპისის" ფირმის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და ფარმაცევტულ სფეროში მომსახურების ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე.

ამჟამად, “ჯიპისი” წარმატებით თანამშრომლობს ოცდაათზე მეტ წამყვან უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან, როგორებიცაა: Pfizer“, „MSD“, „Aventis Pasteur“, „Solvay“, „Beaufour-Ipsen“, „Ratiopharm“, „Pliva“ და სხვა.

განხორციელებული მარკეტინგული და PR ღონისძიებების წყალობით ყოველწლიურად იზრდება ფირმის საქონელბრუნვა. დღეისთვის, "ჯიპისი” ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იგი იკავებს მესამე ადგილს ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე.

ყოველწლიურად ფართოვდება ”ჯიპისის” აქტივობის სფეროები. დღეისთვის “ჯიპისი” აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის იმპორტით. “ჯიპისის” მიერ იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს ბავშვის მოვლის საგნებს, კოსმეტიკას, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფირმის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა საკვები დანამატების იმპორტი და დანერგვა საქართველოს ბაზარზე. ასევე სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს სამკურნალო კოსმეტიკის დისტრიბუცია აფთიაქების საშუალებით. ამ მიმართულებით “ჯიპისის” პირველი პარტნიორია ფრანგული ლაბორატორია VICHY, რომლის პროდუქციაც მხოლოდ აფთიაქების გზით ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

”ჯიპისი” თავის მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიციურ მომსახურებას, პროდუქციის ფართო სპექტრს და მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტი, შეკვეთის განთავსებისა და ანგარიშსწორების სხვადასხვა ფორმის არჩევანის შესაძლებლობა, ფასდაკლების მოქნილი პოლიტიკა და საქონლის მიწოდების მოხერხებული სქემა მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს.

თბილისის მასშტაბით ”ჯიპისის” აფთიაქების ქსელში გაერთიანებულია 37 აფთიაქი. კომპანიის ფილიალები განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ზესტაფონი, თელავი, ბათუმი. კომპანია, ასევე, თანამშრომლობს დაახლოებით 330 სხვადასხვა აფთიაქთან. ფირმაში და მის აფთიაქებში დასაქმებულია 360-მდე თანამშრომელი.