en

ჰიპერმარკეტი გუდვილი

კომპანია გუდვილის ისტორია არის ისტორია დინამიურად განვითარებადი ბიზნესისა ქართულ საცალო ბაზარზე, რომელსაც დღეს ჰიპერმარკეტი გუდვილი, გუდვილი ვაკე და გუდვილი ბათუმი წარმოადგენს. 2004 წელს პირველი ჰიპერმარკეტის გახსნა, ახალი ფორმატის და კულტურის შეთავაზება ქართული ბაზრისთვის სარისკო და ამბიციური ნაბიჯი იყო. მაღალი ხარისხის მომსახურებამ, ფართო ასორტიმენტის შეთავაზებამ, მუდმივმა კონტროლმა პროდუქციის ხარისხზე და ინოვაციურმა პროექტებმა ეს ნაბიჯი გაამართლა.

კომპანია გუდვილი 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. გუდვილი პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებასაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტებისა და ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.