შპს „აპექსის“ მიერ შექმნილი მართვის ავტომატიზებული სისტემა წარმოადგენს ბიზნესის აღრიცხვის, მართვისა  და კონტროლის პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც  სრულიად მორგებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ადვილად ადაპტირდება ქვეყნის შიგნით მოქმედ კანონმდებლობასთან.

 სისტემა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული მოდულების საშუალებით ცენტრალიზებულ  კონტროლს დაუქვემდებაროს ყველა ბიზნეს პროცესი და ეხმარება კომპანიას (მომხმარებელს)  კონცენტრაცია გააკეთოს თავის  მთავარ საქმიანობაზე, კომპანიის ძლიერ მხარეებზე და მაქსიმალურად გამოიყენოს  დრო და რესურსები.

 სისტემას  შეუძლია როგორც ფინანსების და საბუღალტრო საბუთების  მართვა, სადაც მარტივად   შეიძლება გაიმიჯნოს ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა,  ასევე ლოგისტიკის წარმოება.

შესაძლებელია თითოეული კონტრაქტორის (როგორც მომწოდებლების ასევე შემკვეთების) ისტორიის დათვალიერება  და  კონტროლი, ადამიანური რესურსების აღრიცხვა, მომწოდებლებთან და შემკვეთებთან ურთიერთობაზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა,  წარმოების, მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა.

სისტემა აღჭურვილია მოქნილი და მძლავრი რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებით, რომელიც  რეპორტების ავტომატური მომზადებისა და მათი  მენეჯმენტის სათანადო რგოლებში გავრცელების საშუალებას იძლევა.

სისტემაში მარკეტინგული აქციების მოსაწყობად  ჩადებულია სხვადასხვა ალგორითმების მქონე  მოდულები, რომლებიც  საცალო ან საბითუმო ქსელში საქონლის რეალიზაციისას  კლიენტების კორპორატიულ ბარათებზე ბონუსების დაგროვებას უზრუნველყოფენ.

სისტემაში შესაძლებელია განვახორციელოთ საქონლის რეალიზაციის ხელშემწყობი პირების (დისტრიბუტორები, რეალიზატორები, კურიერები) და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვა და ანალიზი.

მოქნილი  ფასდაკლების სისტემის მოდულის მეშვეობით სისტემაში შესაძლებელია, როგორც კონკრეტული კლიენტისათვის ან კლიენტების ჯგუფისათვის,  ასევე  კონკრეტული საქონლისათვის ან სასაქონლო ჯგუფისათვის შემუშავებული იქნას სხვადასხვა ტიპის ფასდაკლების სკალები.

მზა პროდუქციის წარმოების აღრიცხვისა და საქონლის კომპლექტაციის ავტომატიზაციისათვის სისტემა აღჭურვილია სპეციალური  მოდულით, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული  პროცესების მართვას.

სისტემის ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს სისტემაში ერთდროულად ათეულობით მომხმარებლის მუშაობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ სისტემაში მომხმარებლების დაშვება და მონაცემებთან მუშაობა  შესაძლებელია, როგორც ლოკალური, ასევე გლობალური ქსელებიდან ისე, რომ ისინი ტერიტორიულად  შეიძლება იმყოფებოდნენ კომპანიის სხვადასხვა რეგიონალურ ოფისებში.

აღსანიშნავია აგრეთვე საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო პარამეტრების მრავალფეროვნება, კერძოდ საქონლის იდენტიფიცირება მომხმარებლის სურვილისამებრ შესაძლებელია განხორციელდეს მისი დასახელების, შტრიხკოდის, შიდა მოხმარების კოდის, ან რეგისტრაციის ნომრის მიხედვით.

სისტემასა და მომხმარებელს შორის  ურთიერთობა ხორციელდება მომხმარებლისთვის სპციალურად შექმნილი მარტივი ინტერფეისით, რომელიც ადვილად კონფიგურირებადი და  ადაპტირებადია  მომხმარებლის მოთხოვნებზე.    

სისტემის კონკრეტულ მოდულებთან (ოპერაციები, ინტერფეისის ფორმები, მენიუები, რეპორტები და ა.შ) მომხმარებლის დაშვების უფლებას განსაზღვრას  სისტემის ადმინისტრატორი.