შემოსავლების სამსახურის Rs.ge-სთან მონაცემების გაცვლის ავტომატიზაციის მიზნით შპს „აპექსი'-ს მიერ შეიქმნა სპეციალური მოდული, რომელიც უზრუნველყოფს პორტალზე ელექტრონული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვას, მოდული დამატებით კომფორტს უქმნის სავაჭრო კომპანიებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა სახის საქონლის საბითუმო რეალიზაციაა და რომელთა ძირითადი კლიენტურა იურიდიული პირები არიან, ასევე  ამარტივებს და აჩქარებს ფილიალებს შორის შიდა გადაზიდვების ოპერაციებს, რადგან სისტემაში გატარებული რეალიზაციის ან შიდა გადაზიდვის ოპერაცია აღარ საჭიროებს    Rs.ge-ზე განმეორებით ხელით შეტანას. რეალიზაციის ან შიდა გადაზიდვის ელექტრონული ზედნადების სისტემიდან ატვირთვის თანმიმდევრობა შემდეგია:

.  ApexERP-ში  მომხმარებელი ქმნის რეალიზაციის ან შიდა გადაზიდვის საბუთს;
.  თუ ოპერაცია ექვემდებარება Rs.ge-ზე ატვირთვას, იქვე ღილაკზე ხელის დაჭერით ასრულებს ზედდებულის ატვირთვას;
. ატვირთვის და გააქტიურების შემდეგ სისტემას Rs.ge-დან მოაქვს ზედდებულზე მინიჭებული ნომერი, რომელსაც შესაბამის ველში უწერს ApexERP-ში გატარებულ ბუღალტრულ ჩანაწერს;
. თუ შესრულებულ ოპერაციაზე სავალდებულოა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვა, მაშინ მომხმარებელს შეუძლია უკვე გააქტიურებული ზედდებული ატვირთოს ან გარდაქმნას  ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურად.
. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Rs.ge-ს პორტალზე შესვლის გარეშე ApexERP-დან დაათვალიეროს, გააქტიუროს, დაადასტუროს, ამობეჭდოს პორტალზე ატვირთული ინფორმაცია.

     მოდული ასევე ინტეგრირებულია ApexERP სისტემის დისტრიბუციის მოდულთან, რაც უზრუნველყოფს დისტრიბუტორის მიერ სავაჭრო წერტილში შესრულებული რეალიზაციის ან უკან დაბრუნების ოპერაციების პირდაპირ მობილური მოწყობილობიდან   ატვირთვას. სისტემაში ინტეგრირებულმა ამ ბიზნესლოგიკამ საგრძნობლად გაზარდა დისტრიბუტორის მიერ შესასრულებელი ოპერაციების ოპერატიულობა.

     ApexERP სისტემის Rs.ge - თან სინქრონიზაციის მოდული საშუალებას იძლევა მიღებული ელექტრონული ზედნადებები ვაქციოთ საქონლის შემოსავლის დოკუმენტებად და მარტივად მოვახდინოთ მათი იმპორტი ბუღალტერიაში, რის შედეგადაც  მომხმარებელს აღარ უწევს შეძენილი საქონლის სისტემაში ხელით შეტანა.

     შპს „აპექსი“ ყოველთვის ზრუნავს თავისი კლიენტების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის შედეგად მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევაზე, რასაც  ზემოთ აღნიშნული მოდულის ინტეგრაცია და ადაპტაცია ადასტურებს.