"აპექსი" - დარგის ლიდერი 2016
ნაციონალურმა ბიზნეს რეიტინგების კავშირმა, 2014-2015 წლების შედეგების მიხედვით შპს „აპექსი“ საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგში, საქართველოსა და თბილისის მასშტაბით პირველ ადგილზე დაასახელა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი, საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც საქართველოში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში საქმიანობს. კავშირი ახორციელებს სხვადასხვა დარგის, კატეგორიის და საკუთრების ფორმის სუბიექტების საქმიანობის რანჟირებას და რეიტინში ადგილების მინიჭებას, ხოლო მათ შორის საუკეთესოებს ”დარგის ლიდერი”-ის წოდებას ანიჭებს. ჩატარებული კვლევების მიხედვით, კომპანიას მიენიჭა საპატიო წოდება, გადაეცა ეროვნული სერთიფიკატი და ოქროს მედალი „ დარგის ლიდერი 2016“.