Apex FUEL - სისტემის დამუშავება დასრულდა

2016 წლის დასაწყისიდან "იბერკომპანის" დაკვეთით დაიწყო საწვავის ბარათებით და კუპონებით რეალიზაციის სისტემის (ApexFuel) შემუშავება.

სისტემა განკუთვნილია საწვავის ტალონებითა  და ბარათებთ რეალიზაციის აღრიცხვისთვის. სისტემის მარტივი სამუშაო გარსი  საშუალებას  იძლევა დაიზოგოს შრომითი რესურსები, მოხდეს ხარჯების მინიმიზაცია და უფრო ეფექტურად დაიგეგმოს ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

 
Apex Fuel  შესაძლებელობას იძლევა აღირიცხოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული საწვავის ბარათები და კუპონები;
Apex Fuel  ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის rs.ge  -ს სერვისებთან,  ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და საშუალებას იძლევა rs.ge - ს პორტალზე აიტვირთოს და გაკონტროლტეს ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები.
Apex Fuel  ინტეგრირებულია Apex ERP სისტემასთან, რაც საშუალებას იძლევა მასში შესრულებული ყველა ოპერაცია, ავტომატურად აისახოს Apex ERP ბუღალტერიაში.