კომპანია "ასკანელი ძმები" აპექსის პროგრამულ უზრუნველყოფის დანერგვას იწყებს

2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან აპექსის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა დაიწყო კომპანიაში -"ასკანელი ძმები".  პროექტი ითვალისწინებს წარმოების მთლიანი ციკლის აღრიცხვის ავტომატიზაციას, დაწყებული სასოფლოსამეურნეო სამუშაოებიდან, დამთავრებული მზა პროდუქციის წარმოება-რეალიზაციით.

   “ასკანელ ძმებ”-ში საუკეთესი მეღვინეები არიან მოწვეულნი, რომლებიც მეღვინეობის როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ. ყველა ღვინო ჯიშის, ხარისხის და წარმოშობის რეგიონის მიხედვით შერჩეული ყურძნისგან მზადდება. ღვინის მაღალი ხარისხის დასტურია სხვადასხვა საერთაშორისო გამოფნებსა და დეგუსტაციებზე მიღებული მრავალრიცხოვანი ჯილდოები. წარმოებული პროდუქცია მრავალ ქვეყანას მიეწოდება, მათ შორისაა: აზერბაიჯანი, ბელორუსია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ინდოეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ფინეთი, ყაზახეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩინეთი და სხვ.

   თანამედროვე ქარხანა, რომელიც ღვინის და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი, მდებარეობს თბილისის გარეუბანში. ის ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდის და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. წარმოების პროცესის ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი (მთელი ციკლი ყურძნის მიღებიდან ჩამოსხმამდე), ასევე სიცივით დამუშავება მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა. კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ქინძმარაულის ტერიტორიაზე, საბუეში, ჩანთლისყურეში, ჭაბუკიანში, ვაჩნაძეანში, ახაშენში. კომპანია აწარმოებს 32 დასახელების ღვინოს, 12 დასახელების ბრენდის, 4 დასახელების ჭაჭას. ”ასკანელი ძმები”-ს პროდუქციის მაღალი ხარისხის დასტურია სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა და დეგუსტაციებზე მიღებული პრიზები და ჯილდოები.