TBC
თიბისი ბანკის დაკვეთით აპექსისა და გაერთიანებული საფინანსო კომპანიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოხდა გუდვილის სავაჭრო ობიექტების ქსელში თიბისი ბანკის თანამედროვე პინპადების ინტეგრაცია სალაროს პროგრამულ უზრუნველყოფასთან. შედეგად გადახდის პროცესი უფრო მოსახერხებელი და სწრაფი გახდა. კერძოდ მოლარეს აღარ სჭირდება დამატებით თანხის აკრეფა ტერმინალზე და ცალკე ქვითრის ამოღება, ხოლო კლიენტს  უკვე შესაძლებლობა აქვს  არ მიაწოდოს ბარათი მოლარეს და თავად მოახდინოს გადახდა (ჩიპურად, მაგნიტურად ან უკონტაქტოდ).