ჯი პი სი
 დაარსების დღიდან ფირმის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და ფარმაცევტულ სფეროში მომსახურების ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე.

       ამჟამად “ჯიპისი” წარმატებით თანამშრომლობს ოცდაათზე მეტ წამყვან უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიასთან, როგორებიცაა: Pfizer“, „MSD“, „Aventis Pasteur“, „Solvay“, „Beaufour-Ipsen“, „Ratiopharm“, „Pliva“ და სხვა.

       განხორციელებული მარკეტინგული და PR ღონისძიებების წყალობით ყოველწლიურად იზრდება ფირმის საქონელბრუნვა. დღეისათვის ”ჯიპისი” ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იგი იკავებს მესამე ადგილს ჩვენი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე.

       ყოველწლიურად ფართოვდება ”ჯიპისი”-ს აქტივობის სფეროები. დღეისათვის “ჯიპისი” აღარ შემოიფარგლება მხოლოდ მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის იმპორტით. “ჯიპისი” -ის მიერ იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს ბავშვის მოვლის საგნებს, კოსმეტიკას, ჰიგიენური მოვლის საშუალებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფირმის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა საკვები დანამატების იმპორტი და დანერგვა საქართველოს ბაზარზე. ასევე სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს სამკურნალო კოსმეტიკის აფთიაქების საშუალებით დისტრიბუცია. ამ მიმართულებით “ჯიპისი” -ს პირველი პარტნიორია ფრანგული ლაბორატორია VICHY, რომლის პროდუქციაც მხოლოდ აფთიაქების გზით ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

       ”ჯიპისი” თავის მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიციურ მომსახურებას, პროდუქციის ფართო სპექტრს და მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტი, შეკვეთის განთავსებისა და ანგარიშსწორების ფორმის არჩევანის შესაძლებლობა, ფასდაკლების მოქნილი პოლიტიკა და საქონლის მიწოდების მოხერხებული სქემა მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს.
      

       თბილისის ფარგლებში ”ჯიპისი”-ს აფთიაქების ქსელში გაერთიანებულია 37 აფთიაქი. კომპანიის ფილიალები განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში – რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ზესტაფონში, თელავში, ბათუმში. ასევე თანამშრომლობს დაახლოებით 330 სხვადასხვა აფთიაქთან. ფირმაში და მის აფთიაქებში დასაქმებულია 360-მდე თანამშრომელი.