ბადაგი
„ბადაგი“ წარმოადგენს ნატურალური ქართული უნიკალური პროდუქტის მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უგემრიელეს კახურ ჩურჩხელებს საუკეთესო დიზაინითა და გემოვნებით შექმნილ ტკბილეულის ხელნაკეთ სასაჩუქრე კალათებს. „ბადაგი“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და გამორჩეული უმაღლესი ხარისხის ჩურჩხელების წარმოებით იზიდავს მრავალ მომხარებელს. „ბადაგის“ საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი მოიცავს 10 მაღაზიას თბილისში (მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში), მცხეთაში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში, თუმცა მომავალში იგეგმება ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით. კომპანიაში დასაქმებულია 80-მდე ადამიანი. „ბადაგის“ საწარმო განთავსებულია წნორში და ნატურალური კახური ნედლეულით ქმნის უნიკალურ ქართულ პროდუქტს.