სუფთა სახლი
2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო შპს „სუფთა სახლის“ მაღაზიების მენეჯერებისთვის ტრენინგების ჩატარება, რამაც ხელი შეუწყო დანერგვის პროცესების გამარტივებას და მენეჯერთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. შპს „სუფთა სახლი“ გამოირჩევა ფილიალების სიმრავლითა და საცალო ვაჭრობის სფეროში მოწინავე პოზიციების სწრაფად დაკავებით, შესაბამისად დანერგვის პროცესში აუცილებლობას წარმოადგენდა სიახლეებზე მუდმივად სწრაფად რეაგირება და კომპანიის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნების დროის უმოკლეს მონაკვეთში შესრულება. პირველივე დღიდან "აპექსი"-სა და „სუფთა სახლის“ თანამშრომლების შეთანხმებული მუშაობის შედეგად, კომპანიის ფილიალების რიცხვი ხუთიდან ოცდახუთამდე გაიზარდა. დაიხვეწა კლიენტთა მომსახურების სახეები. კომპანიის ხელმძღვანელები, ფილიალების გაფართოებასთან ერთად, ზრდიან კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვს, რაც ხელს უწყობს კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.